Belive

გვარდიოლას ინტერვიუ ემინემის ფონზე

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგის მე-15 ტურში გვარდიოლას "მანჩესტერ სიტიმ" "ნიუკასლს" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში მე-14 წუთზე ილქაი გიუნდოგანმა გახსნა, ხოლო 55-ე წუთზე ფერან ტორესმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 14 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ "სიტი" 26 ქულით პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციაზე იმყოფება. პეპ გვარდიოლამ მატჩის შემდგომ კომენტარისას გულშემატკივრების ყურადღება თავისი ჰუდითა და საწვიმარით მიიპყრო, ამ ჩაცმულობით პეპი ნამდვილ რეპერს გავდა. TV 2 Sport-ის სპორტული კონტენტის შემქმნელმა, კრისტიან ფონ შტრენგ ჰერემ გადაწყვიტა გვარდიოლას ერთ-ერთი პასუხისთვის ემინემის ცნობილი ჰიტი "Lose Yourself" მოერგო, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა - კლიპი "ტვიტერზე" ვირუსული ჰიტი გახდა.


 

სხვა სტატიები