Belive

გვარდიოლა: ,,ნაპოლიზე ლაპარაკი არ მინდა, რადგან მათი მწვრთნელი ჩემზე გაბრაზდება''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას, მიუნხენის ,,ბაიერნთან'' გასამართ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, ,,ნაპოლის'' შესახებ ჰკითხეს:

,,ნაპოლიზე ლაპარაკი არ მინდა, რადგან მათი მწვრთნელი ჩემზე გაბრაზდება. ძალიან მგრძნობიარეა (იცინის).

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, ნახევარფინალსა და ფინალში ერთი და იმავე ფეხბურთელებით რაც უფრო მეტს თამაშობ, ყველაფერი უფრო მარტივდება. ისეთი განცდა გეუფლება, რომ აქ უკვე იყავი და იცი, რა უნდა გააკეთო. ჩვენ ჯერჯერობით მხოლოდ ერთ ფინალში გვაქვს ნათამაშები. თუმცა, მთავარია, რომ მატჩის დაწყების დროს საუკეთესო ფორმაში იყო,'' - გვარდიოლას სიტყვებს Manchester Evening News-ი ციტირებს.

რამდენიმე კვირის წინ, პეპ გვარდიოლამ ,,ნაპოლის'' ევროპის ყველაზე ძლიერი კლუბი უწოდა, რაზეც სპალეტიმ განაცხადა, რომ ეს ხრიკია და მის გუნდს ზედმეტი ზეწოლა არაფერში სჭირდება.

სხვა სტატიები