გვარდიოლა დე ბრუინეზე: ,,ჩვენ ვუყვირით ერთმანეთს და ეს მომწონს''
,,მანჩესტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, განაცხადა, რომ ის და კევინ დე ბრუინე ერთმანეთს ხშირად უყვირიან:
,,მომწონს, როცა ერთმანეთს ვუყვირით, მომწონს ეს ენერგია! ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა (რეალთან მატჩში), როცა კევინმა მიყვირა, თქვენ არ გინახავთ როგორ მიყვირის ის ვარჯიშებზე.
და ეს სწორედ ის არის, რაც გვჭირდება, რადგან ამის შემდეგ დე ბრუინე უკეთესი ხდება,'' - გვარდიოლას სიტყვებს Sky Sports-ი ციტირებს.
,,მანჩესტერ სიტისა'' და ,,რეალის'' შეხვედრის დროს გვარდიოლამ დე ბრუინეს შენიშვნა მისცა, რაზეც ფეხბურთელმა ყვირილით უპასუხა.
მიმდინარე სეზონში ბელგიელის ანგარიშზე ,,ქალაქელთა'' მაისურით ჩატარებულ 45 შეხვედრაში 10 გოლი და 28 საგოლე გადაცემაა.
🗣️ "You don't see it but De Bruyne shouts at me in the training ground."
— SPORTbible (@sportbible) May 19, 2023
Pep Guardiola responds to his on-field argument with De Bruyne against Real Madrid 🔵🫡 pic.twitter.com/wsfKK8JsGa