Belive

გვარდიოლა არსენალთან მატჩზე: ,,ეს თამაში მნიშვნელოვანია, მაგრამ არა - გადამწყვეტი''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ლონდონის ,,არსენალთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,რამდენიმე კვირის წინ უკვე ვთქვი, რომ სეზონის ბოლოს თუ წავაგებთ, ყველაფერი დასრულდება. როცა ასეთ მდგომარეობაში ხარ ოქტომბერში ან ნოემბერში, ამას ვერ გრძნობ. განსაკუთრებით, პრემიერლიგის ზედიზედ ორჯერ მოგების შემდეგ.

ძალიან კარგად მახსოვს, რომ ჩვენი პირველი სეზონი ისე დავიწყეთ, თითქოს, ყველა თამაში ფინალი იყო. ახლა კი, როცა ,,არენალს'' ვუყურებ, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მათთვისაც ასეა, ჩვენთვის კი სეზონის სტარტზე ასე არ ყოფილა.

გვესმის, რისთვის ვთამაშობთ. ახლა ყველაფერი ჩვენს ხელთაა და რა თქმა უნდა, ,,არსენალის'' ხელშიც. თუ გავიმარჯვებთ, ყველაფერი ჩვენზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ წინ კიდევ შვიდი მატჩია. ეს თამაში მნიშვნელოვანია, მაგრამ არა - გადამწყვეტი, რადგან წინ ორივე გუნდს კიდევ ბევრი რთული შეხვედრა გველის. თუმცა, ამ მატჩის მნიშვნელობას არ უარვყოფთ,'' - განაცხადა გვარდიოლამ.

ხვალ, პრემიერლიგის 33-ე ტურში, ,,მანჩესტერ სიტი'' ,,არსენალს'' უმასპინძლებს. სატურნირო ცხრილს ,,მეთოფეები'' 75 ქულით ლიდერობენ და მეორეადგილოსან ,,სიტის'' 5 ქულით უსწრებენ, თუმცა გვარდიოლას გუნდის ანგარიშზე ორით ნაკლები მატჩია.

სხვა სტატიები