Belive

გურამ კაშია: "მესმის ქომაგების უკმაყოფილება, ასეთ მატჩებში ისინი გამარჯვებას ელიან" 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის შეხვედრაში, “დინამო ბათუმმა” ბრატისლავის “სლოვანთან” სტუმრად უგოლო ფრე ითამაშა. მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ, რომელიც ამჟამად სლოვაკური კლუბის მაისურს ირგებს, კომენტარი გააკეთა.
"მესმის გულშემატკივრების უკმაყოფილება, რადგან ასეთ მატჩებში გამარჯვებას ელიან. ეს არ იყო საკმარისად კარგი თამაში ჩვენი მხრიდან. რა გასაკვირია, ვერც რიცხობრივი უპირატესობით ვისარგებლეთ. თუმცა "დინამო" სეზონის შუაშია, მაშინ როცა ჩვენთვის ეს იყო პირველი თამაში ზაფხულის შესვენების შემდეგ. მეტი დრო გვჭირდება", - თქვა ეროვნული გუნდის ცენტრალურმა მცველმა.
“დინამო ბათუმი” ბრატისლავის “სლოვანს” 13 ივლისს უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები