Belive

გურამ კაშია: ,,მატჩში შანსი არ გვქონია, თუმცა მაინც ვამაყობთ''

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტისთან'' წაგებული მატჩი ,,სლოვან ბრატისლავას'' მცველმა, გურამ კაშიამ და მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა შეაფასეს:

გურამ კაშია: ,,ჩვენ უმაღლესი დონის გუნდთან ვითამაშეთ. მათგან თავდაცვა ურთულესი იყო. ძალიან კარგები იყვნენ და მატჩში შანსი არ გვქონია.

თუმცა, მაინც ვამაყობთ. ჩემპიონთა ლიგაზე ვართ, მაგრამ ამ დონეზე სათამაშოდ ჩვენგან განსხვავებული იარაღები გვჭირდება.

ვლადიმირ ვაისი: ,,ვითამაშეთ საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ოდესმე მინახავს. სხვას არაფერს ველოდით. ჩემთვის სიტი სათამაშო ხარისხითა თუ პოზიციური თამაშის თვალსაზრისით, მსოფლიოს საუკეთესო კლუბია.

ჩვენთვისა და ჩვენი ხალხისთვის უდიდესი გამოცდილებაა. მათ ფანტასტიკური გუნდი ნახეს. რაღაც სასწაულის ყველა მწვრთნელს სჯერა, მაგრამ სიტის ხარისხი უმაღლესია.'' -

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში ,,სლოვან ბრატისლავამ'' ,,მანჩესტერ სიტის'' უმასპინძლა და 0:4 დამარცხდა.

ვაისის გუნდი ლიგის მომავალ მატჩს 22 ოქტომბერს, ,,ჟირონას'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები