Belive

გურამ კაშია და ჯაბა კანკავა სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სლოვაკეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირმა ჯაბა კანკავა და გურამ კაშია სეზონის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ გამოკითხვაში მონაწილეობა თავად  სლოვაკეთის ჩემპიონატის მოთამაშეებმა მიიღეს. "სლოვანიდან" ქართველების გარდა, სიმბოლურ გუნდში უმცროსი ვლადიმირ ვაისიც მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ "სლოვანი" სლოვაკეთის ჩემპიონი გახდა.

სლოვაკეთის ფორტუნა ლიგის, საჩემპიონო ჯგუფში, “ბისტრიცასა” და “სლოვანის” დაპირისპირება შედგა – ჩემპიონის ტიტულის ოფიციალურად მოსაპოვებლად, “სლოვანს” მხოლოდ ქულის მოპოვება ესაჭიროებოდა, თუმცა, ვლადიმირ ვაისის გუნდმა 1:2 გაიმარჯვა.

სხვა სტატიები