გურამ გიორბელიძე თურქეთის ჩემპიონატში ითამაშებს
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ოფიციალურად, გურამ გიორბელიძე კარიერას "ერზურუმსპორში" გააგრძელებს. ქართველი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი იყო და თურქულ გუნდთან 1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ქართველი მარცხენა მცველი თურქეთში გადასვლამდე 1 სეზონი სერბეთში, კერძოდ კი "ვოივოდინაში" თამაშობდა. მანამდე კი მას უთამაშია "სიონში", გორის "დილაში", "ვოლფსბერგერში", დრეზდენის "დინამოში", "ზაგლებიე ლუბინში", ბათუმის "დინამოსა" და "ვოივოდინაში", ახლა კი მას თურქეთის პირველ ლიგაში (რანგით მეორე) ვიხილავთ.
Erzurumspor’umuza hoş geldin Guram Giorbelidze! 🤝#EfsaneGeriDönüyor 💙🤍 pic.twitter.com/jZ4OHa2xwt
— Erzurumspor FK (@Erzurumspor) September 7, 2024
ქართველი ფეხბურთელის გუნდი 4 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 6 ქულით მე-6 პოზიციაზეა.