გულშემატკივარი თურქეთში არ უნდა გაემგზავროს | ბრიტანეთის მთავრობის რეკომენდაცია ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებ
3 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
"იქედან გამომდინარე, რომ ფინალში გასული ორივე კლუბი ინგლისურია, ვიმედოვნებთ, რომ გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს", - აღნიშნა მან.BBC-ის ინფორმაციით, არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის მთავრობა გამოსავალს ეძებს - ფეხბურთელებისთვის და გუნდში მომუშავე თითეული ადამიანისთვის, მთავრობამ გარკვეული გამონაკლისი უნდა დაუშვას. არსებული დადგენილებით, "წითელი ზონიდან" დაბრუნებულმა ბრიტანეთის თითოეულმა მოქალაქემ, მთავრობის მიერ ნებადართულ კოვიდ სასტუმროში 10 დღე უნდა გაატაროს. ცხადია, ეს ყველაფერი დიდ გავლენას მოახდენს მოთამაშეებზე, რომლებმაც ევრო 2020-ში მონაწილეობა უნდა მიიღონ: ტურნირი 11 ივნისს აიღებს სტარტს. იმ შემთხვევაში, თუკი ჩემპიონთა ლიგის ფინალს უეფა მართლაც დიდ ბრიტანეთში გადმოიტანს, საინტერესოა, თუ რომელი სტადიონი უმასპინძლებს სეზონის უმთავრეს მატჩს. ჯერჯერობით, "უემბლი" დაჯავშნილია: 29 მაისს, დიდი ბრიტანეთის მთავარი საფეხბურთო სტადიონი ჩემპიონშიპის ფინალს უმასპინძლებს. 7 მაისის მონაცემებით, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 5 მილიონამდე შემთხვევაა დარეგისტრირებული (ბოლო 1 დღეში 20,107 შემთხვევა) - ამ მაჩვენებლით, ჩვენი მეზობელი მხოლოდ აშშ-ს, ინდოეთს, ბრაზილიასა და საფრანგეთს ჩამორჩება.