Belive

გორის დილამ აპოლონთან მე-2 მატჩიც წააგო და ევროტურნირს გამოეთიშა

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრა აპოლონსა და გორის დილას შორის კვიპროსული გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.

მატჩში ანგარიში 22-ე წუთზე ბრენდონ ტომასმა გახსნა, რომელმაც კუთხურის ჩაწოდების შემდეგ, საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა. აპოლონმა მე-2 გოლი 62-ე წუთზე გაიტანა - თავი გარი როდრიგეშმა გამოიჩინა. საბოლოო ანგარიში მატჩის მიწურულს დანი ესკრიჩემ დააფიქსირა.

შედეგად, გორის დილა აპოლონთან ორმატჩიან დაპირისპირებაში 0:7 დამარცხდა და კონფერენს ლიგას გამოეთიშა.

კვიპროსელთა მომავალი მეტოქე კლუჟი (რუმინეთი) ან ბრანი (ნორვეგია) იქნება, გუნდებს შორის პირველი მატჩი 2:2 დასრულდა, საპასუხო შეხვედრა კი ხუთშაბათს გაიმართება.

მატჩის სამივე გოლი