Belive

გორან პანდევი - მაკედონიური ფეხბურთის ალექსანდრე მაკედონელი

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ისტორიული მატჩი, ერთა ლიგის ფინალი, სადაც საქართველოს ნაკრებმა ისტორიული შანსი გაანიავა და ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოხვდა. სამწუხაროდ, ქართველი ფეხბურთელები მაკედონიასთან 0:1 დამარცხდნენ. მატჩში ერთადერთი გოლის ავტორი 37 წლის, გორან პანდევი გახლდათ, რომელიც ფორმის პიკში მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, თუმცა ახლაც საკმაოდ მაღალ დონეზე თამაშობს სერია ა-ს კლუბ "ჯენოაში". 2001 წელს მისი დებიუტი შედგა მაკედონიის ნაკრებში, 2009 წელს მაკედონიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, 2019 წელს მე-100 მატჩი ჩაატარა ეროვნულ ნაკრებში, 2020 წლის 12 ნოემბერს კი მაკედონიური ფეხბურთის ისტორიასი სამუდამოდ შევიდა. საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გატანილი გოლით მან ჩრდ. მაკედონიის ნაკრები პირველად გაიყვანა ევროპის ჩემპიონატზე.

სხვა სტატიები