Belive

გოჩოლეიშვილი: "შახტარი ჩემი ოჯახია - ამ გუნდში ტიტულების მოგება მსურს"

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის, 2023/24 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, "შახტარისა" და "პორტუს" დაპირისპირება შედგა. ნეიტრალურ ლოკაციაზე, ჰამბურგში გამართული მატჩი, "შახტარის" მარცხით 1:3 დასრულდა.

აღნიშნულ მატჩში "შახტარის" მაისურით ორივე ქართველმა ლეგიონერმა იასპარეზა. ირაკლი აზაროვი მოედანზე 65-ე წუთზე შევიდა, გიორგი გოჩოლეიშვილი კი მატჩში 76-ე წუთზე ჩაერთო. "პოსრტუსტან" წაგებული მატჩის შემდეგ, გოჩოლეიშვილი უკრაინულ მედიას ესაუბრა. 

ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოედანზე შეთამაშებულები ვიყოთ და ერთმანეთი შევიგრძნოთ. ვემზადებოდით, რომ "პორტუ" სწრაფ ფეხბურთს შემოგვთავაზებდა, მაგრამ მათ კიდევ უფრო მაღალ ტემპში ითამაშეს - ამისთვის მზად არ ვიყავით. მინდა თითოეულ გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო. ვიცით, რა სიტუაციაა უკრაინაში, ომი მიმდინარეობს, მაგრამ ამის მიუხედავად, მატჩებზე ჩვენს საგულშემატკივროდ მოდიან.

ყველაფერი წინაა. კიდევ მრავალი მატჩის ჩატარება მოგვიწევს, ამიტომ მომავალზე უნდა ვიფიქროთ. გუნდში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ჩემმა ადაპტაციამ სწრაფად ჩაიარა - ეს კი ბიჭების დამსახურებით მოხდა. "შახტარი" - ოჯახია, ამიტომ მინდა გავიმარჯვო და ტიტულები ამ გუნდთან ერთად მოვიპოვო. - გიორგი გოჩოლეიშვილი

სხვა სტატიები