Belive

Goal.com - 15 ყველაზე ცუდი ტრანსფერი ბარსელონას ისტორიაში

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ვებგვერდმა, Goal.com-მა, ,,ბარსელონას'' ისტორიაში 15 ყველაზე ცუდი ტრანსფერი დაასახელა.

,,შესაძლოა, ,,ბარსელონამ'' გასულ ზაფხულს რამდენიმე მაღალი დონის ფეხბურთელი გაიფორმა, მაგრამ ეს გუნდი ბოლო წლებში საშინელ გარიგებებთან ასოცირდებოდა,'' - წერს გამოცემა.

Goal.com-ის ვერსიით, კატალონიური კლუბის ყველაზე ცუდი ტრანსფერი ,,ლივერპულიდან'' ფილიპე კოუტინიოს გაფორმებაა, რომელშიც გუნდმა 120 მილიონი ევრო (+40 მილიონი ბონუსების სახით) გადაიხადა, ზაფხულში კი ,,ასტონ ვილას'' 20 მილიონ ევროდ მიყიდა. ბრაზილიელმა ,,ბლაუგრანას'' მაისურით ჩატარებულ 106 მატჩში 25 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ცუდი ტრანსფერების პირველ ხუთეულში ანტუან გრიზმანი (120 მილიონი ევრო), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (70 მილიონი ევრო), მარტინ ბრეიტუეიტი (18 მილიონი ევრო) და მირალემ პაინიჩი (არტურის სანაცვლოდ) მოხვდნენ.

15 ყველაზე ცუდი ტრანსფერი ,,ბარსელონას'' ისტორიაში:

  1. ფილიპე კოუტინიო (120 მილიონი ევრო + 40 მილიონი)
  2. ანტუან გრიზმანი (120 მილიონი ევრო)
  3. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (70 მილიონი ევრო)
  4. მარტინ ბრეიტუეიტი (18 მილიონი ევრო)
  5. მირალემ პიანიჩი (გაცვლა არტურში)
  6. კეირისონი (14 მილიონი ევრო)
  7. დმიტრი ჩიგრინსკი (25 მილიონი ევრო)
  8. ალექსანდრ გლები (17 მილიონი ევრო)
  9. ჯოვანი (18 მილიონი ევრო)
  10. ანდრე გომეში (35 მილიონი ევრო)
  11. ალექსანდრ სონგი (18 მილიონი ევრო)
  12. კრისტოფ დიუგარი
  13. დუგლას პერეირა (4 მილიონი ევრო)
  14. ნელსონ სემედუ (30 მილიონი ევრო)
  15. ემანუელ პეტი

სხვა სტატიები