Belive

გიორგი წიტაიშვილმა გრანადას მაისურით პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგა 2-ის პირველი ტურის შეხვედრაში ,,გრანადამ'' ,,ალბასეტეს'' უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა გიორგი წიტაიშვილმა, რომლისთვისაც ეს ახალ კლუბში პირველი ოფიციალური მატჩი იყო.

ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე 70 წუთი გაატარა და Sofascore-სგან 7.7-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რითაც საკუთარ გუნდში მხოლოდ სერხიო რუის ალონსოს ჩამორჩა.

წიტაიშვილმა, რომელიც ბურთს სულ 41-ჯერ შეეხო, 23-დან 19 (83%) ზუსტი პასი გააკეთა და კარისკენ 5-ჯერ (ერთხელ კარში) დაარტყა.

7.3 ქულით შეაფასა Flashscore-მა გიორგის თამაში (ასევე მეორე შედეგი საკუთარი გუნდის შემადგენლობაში).

,,გრანადა'' ლა ლიგა 2-ის მომდევნო ტურის შეხვედრას შაბათს, 24 აგვისტოს, ,,ფეროლის'' წინააღმდეგ გამართავს.

წიტაიშვილს გოლის გატანა 2-ჯერ შეეძლო:

სხვა სტატიები