გიორგი წიტაიშვილის გოლი ელჩეს წინააღმდეგ | VIDEO
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 37-ე ტურის შეხვედრაში "გრანადა" "ელჩეს" დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. პირველი გოლი მე-13 წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა გაიტანა.
Sofascore-მა ქართველი შემტევი 7.1-ით შეაფასა და მის გუნდში ეს მე-2 საუკეთესო შეფასება იყო. გიორგიმ მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 79-ე წუთზე შეცვალეს. კარში ერთხელ დაარტყა და გოლიც გაიტანა, 13-დან 10 გადაცემა ზუსტად შეასრულა, 2 ორთაბრძოლიდან 1-ში გამარჯვებული დარჩა.
"გრანადა" ლა ლიგა 2-ის ცხრილში 59 ქულით მე-6 ადგილზეა (16 მოგება, 11 ფრე, 10 მარცხი), მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 3 მაისს, 20:30 საათზე, "მალაგას" წინააღმდეგ გამართავს.
გიორგი წიტაიშვილს მიმდინარე სეზონში 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს.