Belive

გიორგი წიტაიშვილი მეცის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

გიორგი წიტაიშვილი მეცის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ფრანგულ გუნდში MVP ის პირველად გახდა. 25 წლის ქართველმა გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა მიიღო და ჯესი დომინგეს, გოტიე ანს და ჯონათან ფიშერს აჯობა.

გიორგი წიტაიშვილმა დეკემბერში მეცის რიგებში 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა, ეს კი მან პარი სენ-ჟერმენის წინააღმდეგ მოახერხა.

აქვე გეტყვით, რომ ქართველ ფეხბურთელს მეცის რიგებში სულ 17 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული რა დროშიც 2 გოლი/1 საგოლე გადაცემა უფიქსირდება.

სხვა სტატიები