გიორგი ქოჩორაშვილის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ქართველი ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის სატრანსფერო ღირებულება თითქმის გაორმაგდა და 4 მილიონი ევრო შეადგინა. transfermarkt-ის ბოლო განახლების მიხედვით (18 ივლისი) მისი ფასი 2.5 მილიონი იყო, დღეს კი ქართველის ღირებულება კიდევ ერთხელ შეიცვალა.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის ქოჩორაშვილი "ლევანტეს" ღირსებას იცავს. დღეს საქართველოს ნაკრები, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ალბანეთს უმასპინძლებს, სადაც ჩვენს გუნდს ქოჩორაშვილი დისკვალიფიკაციის (დაგროვებული ყვითელი ბარათები) გამო ვერ დაეხმარება.
4 მილიონი გიორგის მაქსიმალური ღირებულებაა - მისი კარიერის განმავლობაში.