გიორგი ქოჩორაშვილი ლევანტეს გულშემატკივრებმა გააცილეს | VIDEO
2 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გიორგი ქოჩორაშვილის ლევანტემ ლა ლიგა 2-ის ბოლო, 42-ე ტურის შეხვედრაში ეიბარი 1:0 დაამარცხა და დივიზიონის ჩემპიონი გახდა, ამ გამარჯვებით კი ლევანტე ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში აღზევდა. ქართველი ფეხბურთელისთვის ეს ესპანურ გუნდში ბოლო მატჩი იყო, მომდევნო სეზონიდან ის კარიერას პორტუგალიურ სპორტინგში გააგრძელებს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.
პორტუგალიურმა გრანდმა ქოჩორაშვილის სანაცვლოდ 7.5 მილიონი ევრო გადაიხადა და მას 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.