Belive

გიორგი პაპუნაშვილის მორიგი გოლი აზერბაიჯანის ჩემპიონატში

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ქიაფაზში" მოთამაშე გიორგი პაპუნაშვილმა აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის მე-17 ტურში "სუმგაიტს" გაუტანა.

პირველი გოლი "სუმგაიტმა" მე-20 წუთზე გაიტანა. ქართველმა კი ანგარიშის გათანაბრება 43-ე წუთზე შეძლო. შეხვედრაში ეს უკანასკნელი გოლი აღმოჩნდა და მატჩი 1:1 დამთავრდა.

შეგახსენებთ, გიორგი პაპუნაშვილმა წინა ტურში "გაბალასთან" დუბლი შეასრულა. სულ კი ქართველ ნახევარმცველს აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში 4 გოლი აქვს.

"ქიაფაზი" ბოლოსწინა მე-9 ადგილზეა 14 ქულით, შემდეგ მატჩს 19 დეკემბერს აზერბაიჯანის თასის 1/8-ფინალში დავით ვოლკოვის "საბაჰ ბაქოს" დაუპირისპირდება.