Belive

გიორგი მიქაუტაძის შეფასება რაიო ვალეკანოს წინააღმდეგ

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ლა ლიგის მე-11 ტურის შეხვედრაში ვილიარეალმა რაიო ვალეკანო 4:0 დაამარცხა. პირველი გოლი 22-ე წუთზე, გიორგი მიქაუტაძის საგოლე გადაცემის შემდეგ ხერარდ მორენომ გაიტანა, ანგარიში ორამდე გაზარდა ალბერტო მორეირომ, ხოლო მესამე გოლი სანტი კომესანიამ გაიტანა, მატჩის საბოლოო ანგარიში აიოზე პერესმა დააფიქსირა.

გიორგი მიქაუტაძემ მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მეორე ტაიმის დასაწყისშივე შეცვალეს. ქართველმა ფეხბურთელმა როგორც უკვე აღვნიშნეთ საგოლე გადაცემა მიითვალა, ბურთს 16-ჯერ შეეხო და 6 გადაცემიდან ექვსივე ზუსტად შეასრულა (100%).

გიორგი მიქაუტაძის შეფასება სხვადასხვა სპორტული საიტების მიხედვით:

  • Sofascore - 6.1

  • Flashscore - 6.7

  • Whoscored - 6.4

ვილიარეალი ლა ლიგის ცხრილში 23 ქულით მე-2 ადგილზეა (7 მოგება, 2 ფრე, 2 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 5 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით პაფოსს დაუპირისპირდება.

გიორგი მიქაუტაძეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს. ყველა ტურნირის ეგიდით კი ქართველ ფეხბურთელს 5 გოლი და 2 ასისტი უფიქსირდება.

სხვა სტატიები