Belive

გიორგი მიქაუტაძის შეფასება ნიცასთან შეხვედრაში

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში "ნიცამ" საკუთარ მოედანზე "მეცს" უმასპინძლა და მეტოქე 1:0 დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მასპინძლებმა შეხვედრის 76-ე წუთზე, პენალტის ნიშნულიდან გაიტანეს. მეცის შემადგენლობაში პირველივე წუთიდან ითამაშა გიორგი მიქაუტაძემ, რომლისთვისაც ეს მეცში იჯარით დაბრუნების შემდეგ მეორე ოფიციალური შეხვედრა იყო. არც ისე პროდუქტიული თამაშის ფონზე გიორგი 83-ე წუთზე ესტუპინიანმა შეცვალა. ძირითადი შემადგენლობის წევრებს შორის მიქაუტაძემ ყველაზე დაბალი (6.2) შეფასება დაიმსახურა (sofascore-ის ვერსიით), მეცის რიგებში საუკეთესო მეკარე, ალექსანდ ოუკიჯა იყო (8.5). მან 8-ჯერ მოიგერია კარში დარტყმული ბურთი.

კიდევ უფრო ცოტა (5.8) ქულა დაიმსახურა გიორგიმ whoscored-გან, რაც ორივე გუნდის რიგებში ყველაზე დაბალი შეფასებაა.

ამ მომენტისთვის, მეცი გასავარდნი ზონის თავზე იმყოფება, მიქაუტაძის გუნდს და მე-16 ადგილზე მყოფ "ლიონს" თანაბარი 16-16 ქულა აქვთ. ნიცა სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზეა და ლიდეს "პსჟ"-ს 5 ქულით ჩამორჩება. მეცს ცუდი პერიოდი უდგას, გუნდმა ლიგა 1-ში ზედიზედ მეხუთედ წააგო, მომავალ შეხვედრას კი "ლორიენის" წინააღმდეგ ჩაატარებენ, სწორედ ამ გუნდთან მოიგო მეცმა უკანასკნელად - 2023 წლის 26 ნოემბერს.

სხვა სტატიები