"გიორგი მიქაუტაძის შეძენით პრემიერ ლიგის კიდევ ერთი გუნდი ინტერესდება" - Foot Mercato
გიორგი მიქაუტაძის შეძენით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული, Foot Mercato-ს ცნობით პრემიერ ლიგაში ახლად აღზევებული გუნდი სანდერლენდი ერთ-ერთი კლუბია, რომელსაც მისი გადაბირება სურს. ჟორჟის ტრანსფერზე ასევე მუშაობს აინტრახტი და ინტერესს იჩენენ საუდის არაბეთის გუნდებიც.
ლიონის ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია, ამიტომ ზოგიერთი გუნდი გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს. 1 წლის წინ ჟორჟმა არ იცოდა სად უნდა წასულიყო. მეცში სეზონის მეორე ნახევრის შესანიშნავი თამაშის შემდეგ, სატრანსფერო ფანჯრის დროს თავდამსხმელით რამდენიმე გუნდი ინტერესდებოდა, სერიოზული ინტერესი კი ორმა გუნდმა გამოხატა, ლიონმა, რომელშიც ახლა თამაშობს და მონაკო, რომელთანაც ძალიან ახლოს იყო და მათ ახალი სისხლი სჭირებოდათ. ქართველი ლიონისკენ იხრებოდა, რადგან მისთვის საყვარელი კლუბია და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ის სახლში დაბრუნდა.
ლიონმა გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი სიამაყით გამოაცხადა. მეციდან განხორციელებული ეს ტრანსფერი, 18.5 მილიონი ევროს ოდენობისაა, რასაც შესაძლოა ბონუსის სახით 4.5 მილიონი ევრო დაემატოს და მომავალი ტრანსფერის პროცენტი.
წერს Foot Mercato
Plusieurs clubs surveillent Georges Mikautadze (OL). Des écuries turques et saoudiennes, ainsi que l’Eintracht Francfort et Sunderland.
— Dahbia Hattabi (@DahbiaHattabi) July 1, 2025
Avec @sebnonda @Santi_J_FM @footmercato https://t.co/2P3DVJNA2P
შეგახსენებთ, რომ ფინანსური პრობელემების გამო კონტროლისა და მართვის ეროვნულმა საბჭომ ლიონი საფრანგეთის ლიგა 2-ში დააქვეითა. ამის მიუხედავად უეფამ ლიონს მომავალ სეზონში ევროპა ლიგაზე მონაწილეობის უფლება მისცა, იმ პირობით, რომ ისინი ფინანსურ პრობლემებს გამოასწორებენ.