Belive

"გიორგი მიქაუტაძის ადაპტაცია კარგად მიმდინარეობს" - ვილიარეალის მწვრთნელი

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ლა ლიგის მე-6 ტურის შეხვედრაში სევილია ვილიარეალთან 1:2 დამარცხდა. მატჩში 69-ე წუთზე ჩაერთო გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც 86-ე წუთზე საგოლე გადაცემა მიითვალა და თავისი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა როგორც უკვე აღვნიშნეთ საგოლე გადაცემა შეასრულა, 2-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და ორივე წარმატებული გამოდგა, ბურთს 9-ჯერ შეეხო, 4 გადაცემა გააკეთა და 2 ზუსტი იყო, ასევე 4 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 3-ში გაიმარჯვა.

გიორგი მიქაუტაძის შეფასება სხვადასხვა სპორტული საიტების მიხედვით: Flashscore: 7.4, Whoscored: 7.1, Sofascore: 7.0.

მატჩის შემდეგ ქართველი ფეხბურთელის შესახებ ვილიარეალის მთავარმა მწვრთნელმა, მარსელინო გარსია ტორალმა ისაუბრა:

გიორგი მიქაუტაძე კარგი ფეხბურთელია. გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელი მყავს, ჩემი კარიერა, რომელიც 20 წელზე მეტ ხანს ითვლის ბევრი კარგი მოთამაშე გამიწვრთნია, ამდენი ხნის განმავლობაში რომ კარგი მოთამაშეები არ მყოლოდა მწვრთნელიც ვერ ვიქნებოდი.

ბედნიერები ვართ. გიორგი მიქაუტაძის ადაპტაცია კარგად მიმდინარეობს, მას დრო უნდა მივცეთ და გავაგრძელოთ მუშაობა, რათა უკეთ გაიცნოს თანაგუნდელები, ჩემპიონატი, ახალი კულტურა, ახალი ქვეყანა და ენა, ამ ყველაფერს კი დრო სჭირდება და პროცესის ნაწილია.

ზოგჯერ ვფიქრობთ, რომ პროფესიონალი მოთამაშეები მანქანები არიან, მაგრამ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებსაც ადაპტაცია სჭირდებათ ყველა იმ გარემოებასთან რაც მათ გარშემო არის. მინდა მასთან მიმართებაში ფრთხილი ვიყო და ყველაფერში დავეხმარო, მაგრამ ამავდროულად ყოველთვის მომთხოვნი უნდა ვიყო. - მარსელინო გარსია ტორალი - ვილიარეალის მთავარი მწვრთნელი

ვილიარეალი ლა ლიგის ცხრილში 13 ქულით მე-3 ადგილზეა (4 მოგება, 1 ფრე, 1 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 27 სექტემბერს ატლეტიკ ბილბაოს წინააღმდეგ გამართავს.

გიორგი მიქაუტაძეს ვილიარეალის შემადგენლობაში უკვე 4 შეხვედრა აქვს ჩატარებული, რა დროშიც 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა უფიქსირდება.

სხვა სტატიები