Belive

გიორგი მიქაუტაძემ მონაკოში გადასვლაზე უარი თქვა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბოლო დღეების განმავლობაში არაერთხელ დაიწერა, რომ გიორგი მიქაუტაძის ,,მონაკოში'' გადასვლა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი იყო.

თუმცა, რამდენიმე წუთის წინ, L'Equipe-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ქართველმა ფეხბურთელმა ,,მონეგასკებს'' უარი უთხრა.

L'Equipe-ს ცნობით, ,,მეცთან'' მოლაპარაკებებში ,,ლიონი'' ჩაერთო, რომელიც მზადაა, თავდამსხმელს 5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს.

როგორც ფაბრიციო რომანო წერს, ,,მონაკოსა'' და ჟორჟის ბანაკს შორის ადგილი დიდ უთანხმოებას ჰქონდა, ,,ლიონი'' კი ტრანსფერში დარწმუნებულია.

გასულ სეზონში ქართველმა ფორვარდმა ,,მეცის'' მაისურით ჩატარებულ 22 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მიქაუტაძისთვის ევროპის ჩემპიონატი განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა - ჟორჟმა ევრო 2024-ზე 3 გოლი გაიტანა და ტურნირის თანაბომბარდირი გახდა.

სხვა სტატიები