Belive

გიორგი მამარდაშვილის შეფასება სევილიასთან მატჩში

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის 25-ე ტურის მატჩში გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიამ" საკუთარ მოედანზე "სევილიას" უმასპინძლა და გუნდებმა უგოლო ფრე 0:0 ითამაშეს.

გიორგი მამარდაშვილს მატჩში ბევრი საქმე არ ჰქონია, სევილიელებმა "ვალენსიას" მხოლოდ ერთხელ დაურტყეს ისიც კარში და ქართველმა მეკარემ 1 სეივი მიითვალა.

გიორგი მამარდაშვილს Sofascore-მა 7.0 შეფასება დაუწერა, ის ბურთს 24-ჯერ შეეხო, პასების სიზუსტე 14/10 (71%) ჰქონდა და როგორც უკვე გითხარით აქტივში 1 სეივიც ჩაიწერა.

Whoscored-მა ქართველი მეკარე 6.7-ით შეაფასა.

შემდეგ შეხვედრაში "ვალენსია" "გრანადას" ესტუმრება, მატჩი 24 თებერვალს გაიმართება.

სხვა სტატიები