Belive

გიორგი მამარდაშვილის შეფასება ლას პალმასთან მატჩში

19 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის მე-10 ტურში ,,ვალენსიამ'' ,,ლას პალმასს'' უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა.

,,ღამურების'' ძირითად შემადგენლობაში ითამაშა გიორგი მამარდაშვილმა, რომელმაც SofaScore-სგან 6.5-ქულიანი შეფასება მიიღო.

მამარდაშვილმა მეტოქის დარტყმა სამჯერ მოიგერია, ბურთს სულ 29-ჯერ შეეხო და 22-დან 15 (68%) ზუსტი გადაცემა გააკეთა.

6.1 ქულით შეაფასა გიორგის თამაში Whoscored-მა.

10 ტურის შემდეგ, ,,ვალენსია'' 6 ქულით სატურნირო ცხრილის ბოლო, მე-20 პოზიციაზეა.

მამარდაშვილის გუნდი ლა ლიგის მომავალ შეხვედრას 27 ოქტომბერს ,,ხეტაფესთან'' სტუმრად გამართავს.