გიორგი მამარდაშვილის შეფასება გალათასარაისთან მატჩში
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
დღეს გიორგი მამარდაშვილმა ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.
გალათასარაისა და ლივერპულის მატჩის (1:0) მეორე ნახევარში ალისონმა ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედანი ნაადრევად დატოვა, მის ნაცვლად კი თამაშში სწორედ ქართველი მეკარე ჩაერთო.
გიორგი მამარდაშვილმა მოედანზე 40 წუთზე მეტი გაატარა და SofaScore-სგან 6.5-ქულიანი შეფასება მიიღო.
მამარდამ, რომელიც ბურთს სულ 19-ჯერ შეეხო, 18-დან 14 (78%) ზუსტი გადაცემა გააკეთა.
6 ქულით შეაფასა გიორგის თამაში Whoscored-მა, 6.2-ით კი - Flashscore-მა.
ლივერპული მომდევნო მატჩს შაბათს, 4 ოქტომბერს, პრემიერლიგაში, ჩელსისთან სტუმრად გამართავს.
Defeat in Istanbul. #UCL pic.twitter.com/0fANZU8DLV
— Liverpool FC (@LFC) September 30, 2025