Belive

გიორგი მამარდაშვილის შეფასება ატლეტიკოსთან მატჩში

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში მადრიდის "ატლეტიკომ" საკუთარ მოედანზე "ვალენსია" მიიღო და მეტოქე 2:0 დაამარცხა. გაშვებული გოლების მიუხედავად, მატჩი აქტივში მაინც შეიძლება ჩაეწეროს გიორგი მამარდაშვილს, რომელიც საკუთარი გუნდის რიგებში უდავოდ საუკეთესო იყო. მხოლოდ პირველ ტაიმში ქართველმა მეკარემ 5 სეივი დააგროვა, აქედან 2-ჯერ გრიზმანს საკმაოდ რთული ბურთი აუღო. sofascore-ის ვერსიით გიორგიმ საკუთარ გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა (7.4 ქულა), მაშინ როდესაც ვალენსიელების მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (6.8) იყო. მამარდაშვილი უფრო დაბალი ქულით (7.1) შეაფასა whoscored-მა, თუმცა შესაბამისად გაცილებით დაბალი იყო ვალენსიას სხვა მოთამაშეების კოეფიციენტიც და ამ შემთხვევაშიც, მოედანზე საუკეთესო, ვისაც "ღამურების" მაისური ეცვა, საქართველოს ნაკრების დარაჯია.

საერთო ჯამში გიორგის 6 მოგერიებული ბურთი დაუგროვდა, მისმა გუნდმა კი ესპანეთის ჩემპიონატში 4-მატჩიანი მოგებათა სერია ატლეტიკოსთან მარცხით შეწყვიტა. "ღამურები" 32 ქულით ცხრილის მე-8 პოზიციას იკავებენ, ატლეტიკომ კი იმდენივე ქულა მოაგროვა, რამდენიც "ბარსელონას" აქვს, თუმცა ბურთების უკეთესი შეფარდების გამო მესამე პოზიციაზეა და თანაქალაქელ "რეალს" 10 ქულით ჩამორჩება.

სხვა სტატიები