FIFA 22 მოთამაშეთა გარკვეული ნაწილისთვის უკვე ხელმისაწვდომია. Live.Ge-მ უკვე მოგახსენათ ქართველი ფეხბურთელების რეიტინგის შესახებ, დღეს კი ცნობილი გახდა ყველაზე იმედისმომცემი ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შეფასებაც.
"ვალენსიას" 20 წლის ფეხბურთელის რეიტინგი FIFA 22-ში 74-ია. ამ მაჩვენებლით მამარდაშვილი გიორგი მაკარიძის შემდეგ ყველაზე მაღალი შეფასების მქონე ქართველია.
აღსანიშნავია, რომ გიორგის რეფლექსის მაჩვენებელი 79-ია, ხელით თამაშის - 75, პოზიციის შერჩევის - 75, ხოლო ნახტომის - 75.