გიორგი მამარდაშვილის მოგერიება ლა ლიგის 35-ე ტურის საუკეთესოდ დასახელდა
საქართველოს ნაკრების და "ვალენსიას" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მოგერიება ესპანეთის ლა ლიგის 35-ე ტურის საუკეთესოდ დასახელდა.
წინა სათამაშო კვირაში "ღამურებმა" სწორედ ქართველი გოლკიპერის უდიდესი გარჯის მეშვეობით მადრიდის "რეალი" - 1:0 დაამარცხეს, მატჩის დასრულების შემდეგ კი საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ 22 წლის კარის დარაჯი დასახელდა.
- გიორგი მამარდაშვილი Sofascore-ის ვერსიით ლა ლიგის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
- THE ATHLETIC: გიორგი მამარდაშვილი 5 კლუბის მთავარი სამიზნეა
- MARCA: “მამარდაშვილის გმირობამ ვალენსია იხსნა”
- გიორგი მამარდაშვილი ვინისიუსთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა
მამარდაშვილმა მატჩში არაერთი რთული ბურთი მოიგერია, ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა და სათამაშო კვირის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის დასახელდა, ახლა კი მისი მოგერიება საუკეთესოდაც აღიარეს.
ლა ლიგის ოფიციალურმა YouTube-ის გვერდმა 35-ე ტურის საუკეთესო მოგერიებების ხუთეული გამოაქვეყნა, რომელშიც პირველ პოზიციაზე სწორედ გიორგი მამარდაშვილის მიერ ფედერიკო ვალვერდეს დარტყმულის განეიტრალება მოხვდა.
"ვალენსიას" 35 ტურის შემდეგ დაგროვებული 40 ქულით მე-13 პოზიცია უკავია და ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებასთან ახლოსაა.
Mamardashvili es un muro 🦇🇬🇪#LaLigaHighlights #CORVCF | #ADNVCF pic.twitter.com/WCM8BrymQT
— Valencia CF (@valenciacf) May 22, 2023
რაც შეეხება უშუალოდ გიორგი მამარდაშვილს, მას “ვალენსიას” 2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს “დინამო თბილისიდან” იჯარის წესით შეუერთდა, ზამთარში კი ესპანურმა კლუბმა ქართველი მეკარის კონტრაქტი 800 000 ევროდ გამოისყიდა.
ამჟამად მამარდაშვილის მიმართ ინტერესი ინგლისის პრემიერ ლიგის გრანდებს, “მანჩესტერ იუნაიტედს”, ლონდონის “ჩელსის”, “ტოტენჰემს”, “ასტონ ვილას” და “ლესტერ სიტის” და ასევე პორტუგალიურ “პორტუს” აქვთ და მოახლოებული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, დიდი ალბათობით ქართველი მეკარე კლუბს შეიცვლის.