გიორგი მამარდაშვილი: "სეზონის საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ"
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ესპანითის ლა ლიგის მე-6 ტურში "ვალენსიამ" ჟირონა" მესტალიაზე მიიღო და მეტოქე 2:0 დაამარცხა. ვალენსიასთვის ეს მატჩი საუკეთესო აღმოჩნდა სეზონში, რადგან გუნდმა ჩემპიონატში მხოლოდ პირველი გამარჯვება მოიპოვა და ამასთან, პირველად შეინახა კარი მშრალად. შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილი გახდა, მან 3-ჯერ მოიგერია ჟირონას ფეხბურთელების დარტყმული.
დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, რადგან ცუდად დავიწყეთ, ძალიან რთული თამაშებით, ახლა კი უნდა მუშაობა უნდა გავაგრძელოთ.
მესტალია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადგილია, რადგან სახლში ყოველთვის კარგად ვთამაშობთ, აქ ჩვენ სხვა გუნდი და სხვა ძალა ვართ. ასე უნდა ვთამაშობდეთ გასვლით შეხვედრებშიც, მესმის რომ ეს რთულია, თუმცა აუცილებელი. ახლა ჩვენ "ოსასუნას" დამარცხებაზე უნდა ვიფიქროთ.
ვიცოდით, რომ ჟირონამ ახლახან წააგო "პსჟ"-სთან, ამიტომ რთული მატჩს ველოდით. ამ სეზონში საუკეთესო თამაში ჩავატარეთ. - განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა
ვალენსია 4 ქულით გასავარდნ ზონაში - მე-18 ადგილზეა. ბარახას გუნდი, მომავალ ტურში, ოსასუნას დამარცხებას ისევ საკუთარ მოედანზე ეცდება.
𝗠𝗔𝗠𝗔𝗥𝗗𝗔𝗦𝗛𝗩𝗜𝗟𝗜. 🦸♂️🧡#LALIGAHighlights | @valenciacf pic.twitter.com/R7f8JCroqD
— LALIGA (@LaLiga) September 21, 2024