Belive

გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს საუკეთესო მეკარის პრიზზეა ნომინირებული

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ვალენსიას'' მეკარე, გიორგი მამარდაშვილი, რომელიც მომავალი სეზონიდან კარიერას ,,ლივერპულში'' გააგრძელებს, წელს ლევ იაშინის სახელობის ჯილდოსთვის იბრძოლებს.

მსოფლიოს საუკეთესო მეკარეს ,,ოქროს ბურთის'' დაჯილდოების ცერემონიალზე ტრადიციულად France Football ავლენს და მის ვინაობას 28 ოქტომბერს შევიტყობთ.

მამარდაშვილის გარდა, ნომინანტთა შორის დიოგუ კოშტა, ჯანლუიჯი დონარუმა, გრეგორ კობელი, მაიკ მენიო, ემილიანო მარტინესი, ანდრეი ლუნინი, უნაი სიმონი, იან ზომერი და რონვენ უილიამსი მოხვდნენ.

გასულ წელს მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ ემილიანო მარტინესი დასახელდა, მეორე ადგილი ედერსონმა დაიკავა, მესამე კი - იასინ ბონომ.

სხვა სტატიები