Belive

გიორგი მამარდაშვილი ბილბაოსთან მატჩში ვალენსიას ძირითად შემადგენლობაშია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის თასის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ,,ვალენსია'' ,,ბილბაოს'' უმასპინძლებს. მატჩი 00:30 საათზე დაიწყება. ,,ღამურების” ძირითად შემადგენლობაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი. მიმდინარე სეზონში მამარდაშვილმა ,,ვალენსიას” მაისურით 11 შეხვედრა ჩაატარა და 14 გოლი გაუშვა. 21 წლის მეკარემ ბოლოს ერთი კვირის წინ, ,,მალიორკას” წინააღმდეგ ითამაშა. ,,ვალენსიასა'' და ,,ბილბაოს'' შორის პირველი მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.


სხვა სტატიები