გიორგი მამარდაშვილი | გატუზომ მითხრა რომ პირველ მეკარედ განმიხილავს
2 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
„ვალენსიაში წასვლა სარისკო იყო, მაგრამ ოჯახთან და მენეჯერთან ლაპარაკის შემდეგ წასვლა გადავწყვიტე, რადგან ეს თუ არ გამოვიდოდა, 6 თვეში სხვა გუნდი გამოჩნდებოდა და წავიდოდი. ვთამაშობ და ახლა ბედნიერი ვარ. სილესენი და იუსუფ მუსა იყვნენ ის მოთამაშეები, რომლებიც ადაპტაციაში მეხმარებოდნენ. თავიდან კი ენა არ ვიცოდი. საწყის ეტაპზე მთავარ მეკარედ თავს არ ვგრძნობდი, რადგან სხვა მეკარეები ტრავმირებულები იყვნენ, მაგრამ „რეალ სოსიედადის“ შემდეგ თავი დავიმკვიდრე. თავიდან ვფიქრობდი, რომ სილესენის გვერდით ვარჯიში დიდი სიამოვნება იქნებოდა. მართლაც ასე იყო – მაღალ დონეზე უთამაშია, ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და მისგან მართლა ბევრი ვისწავლე და ძალიან დამეხმარა. ვიცოდი, კონკურენცია რთული იქნებოდა, მაგრამ დავამტკიცე, რომ შემიძლია თამაში. ლა ლიგა ძალიან რთული სათამაშოა. ამ გადასახედიდან ვფიქრობ, რომ სათამაშოდ მზად არ ვიყავი, თუმცა, სკამზე რომ დამსვეს, ეს პერიოდი გამოვიყენე, რომ მოვმზადებულიყავი. ხოსე ბორდალასის წასვლის ზუსტი მიზეზები არ ვიცი. ახლა ჯენარო გატუზო დანიშნეს, რომელიც დამიკავშირდა და მომავალ გეგმებზე ვისაუბრეთ. მელოდება, რომ მზადებას დავიწყებთ. მითხრა, რომ განმიხილავს, როგორც პირველ მეკარეს“, – განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა.