Belive

გიორგი მაკარიძე: "ყველას გისურვებთ მშვიდობას."

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, გიორგი მაკარიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. რა თქმა უნდა, "სეტუბალის" ფეხბურთელმა პოსტში კორონავირუსის შესახებ ისაუბრა. "კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, პორტუგალიაშიც საფეხბურთო სეზონი დროებით შეჩერებულია. არ მიეცეთ პანიკას და გაითვალისწინეთ ყველა საჭირო რეკომენდაცია. გისურვებთ მშვიდობას."

შეგახსენებთ, რომ ახალი ვირუსის გამო ევროპული ქვეყნების ჩემპიონატების უდიდესი ნაწილი შეჩერებულია.

სხვა სტატიები