Belive

გიორგი კვერნაძის შეფასება ტორინოს წინააღმდეგ

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს მე-10 ტურის შეხვედრაში ფროზინონემ ტორინო 2:0 დაამარცხა. პირველი გოლი 48-ე წუთზე გიორგი კვერნაძის საგოლე გადაცემის შემდეგ ფარეს გეჯემისმა გაიტანა, ხოლო 90+3 წუთზე ჯაკომო კალომ ანგარიშის სხვაობა ორამდე გაზარდა.

გიორგი კვერნაძემ თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მე-80 წუთზე შეცვალეს. ქართველმა ფეხბურთელმა როგორც უკვე აღვნიშნეთ საგოლე გადაცემა მიითვალა, მან 16 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 8-ში გაიმარჯვა, ბურთს 38-ჯერ შეეხო, 5-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და ხუთივე წარმატებული გამოდგა, 17 გადაცემიდან 13 ზუსტი იყო (76%).

გიორგი კვერნაძის შეფასება:

  • Sofascore: 7.5

  • Flashscore: 7.3

  • Whoscored: 7.6

View this post on Instagram

A post shared by Frosinone Calcio (@frosinonecalcio)

ფროზინონე სერია A-ს ცხრილში 20 ქულით მე-6 პოზიციაზეა (6 მოგება, 2 ფრე, 2 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 7 ნოემბერს კალიარის წინააღმდეგ გამართავს.

გიორგი კვერნაძეს სერია A-ს მიმდინარე სეზონში 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს, ხოლო იტალიის თასზე 2 გოლი გაიტანა და 1 ასისტიც მიითვალა.

სხვა სტატიები