Belive

გიორგი გველესიანმა ირანულ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, გიორგი გველესიანი კარიერას ისევ ირანის ჩემპიონატში გააგრძელებს, მან "პერსეპოლისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა.

გველესიანისა და ირანული კლუბის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, 33 წლის მცველი გუნდში კიდევ ერთი წლით დარჩება. გიორგი და მისი კლუბი ირანის მოქმედი ჩემპიონები არიან, გასული სეზონის ბოლო ტურის შეხვედრაში, პერსეპოლისმა ჩემპიონობა სწორედ ქართველის გოლით მოიპოვა.

გველესიანი პერსეპოლისში 2022 წლიდან ირიცხება, მას 64 ჩატარებულ შეხვედრაში 16 გოლი აქვს გატანილი. მანამდე გიორგის 3 ირანულ კლუბში უთამაშია.

View this post on Instagram

A post shared by Persepolis (@perspolis)