Belive

გიორგი გულიაშვილმა სარაევოსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბოსნიის "სარაევოს" პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი გულიაშვილი კლუბთან კონტრაქტს აგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ ქართველის მიმართ ინტერესი ბევრ სხვადასხვა გუნდს ჰქონდა.

"გასული ნახევარი სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელთან თანამშრომლობის გაფართოება მიზნად ისახავს კონკურენტუნარიანი გუნდის შექმნას, რომელიც იასპარეზებს უმაღლეს დონეზე" - ვკითხულობთ კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივდა.

კმაყოფილი ვარ, რომ გული ჩვენთან რჩება, კლუბში, რომელსაც აქვს უმაღლესი ამბიციები და სწორ გზაზე დგას. დარწმუნებული ვარ, გული, ყველა სხვა მოთამაშესთან ერთად, სარაევოს წარმატებაში დიდ წვლილს შეიტანს - განაცხადა სარაევოს მწვრთნელმა ზორან ზეკიჩმა

გიორგის, ბოსნიის ჩემპიონატის გავლილ 17 ტურში 12 გოლი აქვს გატანილი და ტურნირის ბომბარდირია, გულიაშვილის ანგარიშზე 4 საგოლე გადაცემაცაა.