Belive

გიორგი გახარია: "ღია ტიპის სტადიონებზე გულშემატკივრები პროტოკოლის სრული დაცვით დაიშვებიან"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის და პარლამენტის დეპუტატის ლევან კობიაშვილის განცხადების შემდეგ, გულშემატკივრის სტადიონზე დაშვებასთან და სხვა რეგულაციების მოხსნასთან დაკავშირებით განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამაც გააკეთა. "ღია ტიპის სტადიონებზე გულშემატკივრები პროტოკოლის სრული დაცვით დაიშვებიან. ასევე დაშვებულია ღია ცის ქვეშ სადღესასწაულო ღონისძიებები და კონცერტები. გარდაბნის მუნიციპალიტეტში გართულებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ადგილზე მოსახლეობის აქტიური თერმოსკრინინგი და ინტენსიური ეპიდემიოლოგიური კვლევები ჩატარდება.  ამასთან, ბაზრებსა და ბაზრობებზე რეგულაციების აღსრულების კონტროლი გამკაცრდება", - წერია პრემიერ-მინისტრის ოფიციალური გვერდის განცხადებაში. ასევე იხილეთ: ლევან კობიაშვილი: “რეგულაციების დაცვით, გულშემატკივარს სტადიონზე დავუშვებთ”

სხვა სტატიები