Belive

გიორგი გაგუამ ლავიწის ძვალი გაიტეხა - ქართველმა ფორვარდმა ოპერაცია უკვე გაიკეთა

6 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-15 ტურის შეხვედრაში დუნაისკა სტრედამ კომარნო 3:0 დაამარცხა. გიორგი გაგუამ 22-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, რომელიც ამარ რამადანმა ზუსტად შეასრულა და მასპინძელთა უპირატესობა გაზარდა, მაგრამ აღნიშნული მატჩი ქართველი თავდამსხმელისთვის ტრავმით დასრულდა.

კერძოდ, გიორგი გაგუას პენალტის მოპოვება ძვირად დაუჯდა და ლავიწის ძვალი გაიტეხა. გუშინ კლუბმა უახლესი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ ქართველმა ფორვარდმა ოპერაცია უკვე გაიკეთა.

სამწუხაროდ, მან მოედანი ნაადრევად დაახლოებით მე-20 წუთზე დატოვა. დიაგნოზი: ლავიწის ძვლის მოტეხილობა გახლავთ. გუშინ სპორტსმენმა ოპერაცია გაიკეთა. ვუსურვებთ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას! - ნათქვამია დუნაისკა სტრედას განცხადებაში
View this post on Instagram

A post shared by DAC 1904 Official ⚽️ (@fcdac1904)

სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით გიორგი გაგუას სავარაუდო დაბრუნების თარიღი 2 თვეა.

ქართველ თავდამსხმელს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 7 გოლი და 7 საგოლე გადაცემა უფიქსირდება.

დუნაისკა სტრედა სლოვაკეთის ჩემპიონატს 41 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს (13 მოგება, 2 ფრე, 0 მარცხი) და 10 ქულით უსწრებს ბრატისლავის სლოვანს.