Belive

გიორგი არაბიძე: ,,ეროვნულ ნაკრებში თამაში ყველა ფეხბურთელის სურვილია''

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ქუთაისის ,,ტორპედოს'' შემტევმა, გიორგი არაბიძემ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში შესაძლო გამოძახებაზე ისაუბრა:

,,პირადად მე გულშემატკივრებს მხოლოდ მადლობა შემიძლია გადავუხადო იმ მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის, რომელსაც მათგან ვგრძნობ. ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს.

ეროვნულ ნაკრებში თამაში ყველა ფეხბურთელის სურვილია და გამონაკლისი არც მე ვარ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ნებისმიერ მომენტში მზად ვარ ნაკრებს დავეხმარო. დანარჩენს მე არ ვწყვეტ.

მნიშვნელობა არ აქვს რა იწერებოდა ზამთარში - მე დღეს ტორპედოს ფეხბურთელი ვარ და ამ კლუბისთვის მაქსიმალურად დავიხარჯები." - გიორგი არაბიძე

გასულ სეზონში გიორგი არაბიძემ ,,ტორპედოს'' მაისურით ჩატარებულ 30 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.

26 წლის ფეხბურთელი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ბოლოს 2018 წლის მარტში, ყაზახეთთან ერთა ლიგის მატჩისთვის იყო გამოძახებული.

სხვა სტატიები