გიორგი აბურჯანია: "საბერძნეთთან გამარჯვება ძალიან გვჭირდება"
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"სრული შემადგენლობით პირველად ვივარჯიშეთ, ძალიან სასიამოვნოა, რომ ოთარ კიტეიშვილის გარდა, სხვა დანაკლისი არ გვაქვს. წინ ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის. პირველ რიგში, საბერძნეთის წინააღმდეგ გასამართ მატჩზე ვართ კონცენტრირებული. აღნიშნული თამაშის მოგება ჩვენს გუნდს ძალიან სჭირდება. პოზიტიური მოვლენაა, რომ სტადიონზე გულშემატკივარი ბრუნდება და დიდი იმედი გვაქვს, რომ მათთან ერთად შევძლებთ მეტოქის დამარცხებას", - თქვა პორტუგალიური "ჟილ ვისენტეს" 26 წლის ქართველმა ნახარმცველმა.“ჯვაროსნები” 9 ოქტომბერს, ბათუმში, ცენტრალურ სტადიონზე საბერძნეთის ნაკრებს უმასპინძლებენ, 12-ში კი კოსოვოს, პრიშტინაში ესტუმრება.