გიორგი აბურჯანია: "ნაკრებში გოლი განსაკუთრებულია და მე ჩემს მეუღლეს მივუძღვენი"
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ეს გამარჯვება რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო. არამარტო მწვრთნელისთვის ასევე ჩვენთვის. ეს შედეგი მომავალი მატჩებისთვის თავდაჯერებას შეგვმატებს. ეროვნულ ნაკრებში გატანილი გოლი ყველასთვის განსაკუთრებულია და ეს გოლი ჩემს მეუღლეს მივუძღვენი", - თქვა ლა ლიგა 2-ის ბინადარი "კარტახენას" ქართველმა შუახაზელმა.საქართველოს ნაკრების მხრიდან თავი სადებიუტო გოლებით გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი აბურჯანიამ გამოიჩინეს. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი შემდეგ შეხვედრას 6 ივნისს, კვლავაც ამხანაგურად, ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს.