Belive

გია ცეცაძე: "ჯერ მხოლოდ 4 ვარჯიში ჩავატარე, მაგრამ კმაყოფილი ვარ" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გამოცდილმა ქართველმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ უკრაინის პრემიერლიგაში "ლვოვს" პირველად უხელმძღვანელა და "კარპატთან" დერბიში ფრე - 1:1 ითამაშა. პირველი უცხოური მატჩის დასრულების შემდეგ, 45 წლის სპეციალისტმა გუნდის პრესსამსახურს ესაუბრა. "მოედანზე მოსაგებად გავედით, ჩვენი მიზანი 3 ქულის მოპოვება იყო. მიუხედავად იმისა, რომ გუნდთან მხოლოდ ოთხი ვარჯიში ჩავატარე, საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ.  შესვენების შემდეგ, ფეხბურთელები ფსიქოლოგიურად მოდუნდნენ, ასევე იგრძნობოდა დაღლილობა და იძულებული გავხდი ცვლილებები გამეკეთებინა. თუ ჩვენ ორივე ტაიმის სწორად ჩატარებას მოვახერხებთ, მაშინ გამარჯვების მოპოვებასაც შევძლებთ. პირველ ნახევარში მეტოქეს აღვემატებოდით, მეორეში კი ისინი გვჯობდნენ, ამიტომ ფრე ლოგიკური შედეგია", - თქვა ქართველმა მწვრთნელმა. უკრაინის ჩემპიონატის გასავარდნ ჯგუფში "ლვოვს" 23 ქულა აქვს და ბოლოსწინა, მე-11 პოზიციას იკავებს. შემდეგ, 29-ე ტურში, ცეცაძის გუნდი პოლტავის "ვორსკლას" წინააღმდეგ, 3 ივლისს, სტუმრად ითამაშებს.

სხვა სტატიები