Belive

"ანანიძე ჩვენთან ერთად ვარჯიშობს, მას ფორმის აღდგენის საშუალება მივეცით" - გეგუჩაძემ ნაკრების ნახევარმცველზე ისაუბრა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბათუმის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ ტელეკომპანიია იმედის გადაცემა "სპორტი იმედზეს" ეთერში, საქართველოს ნაკრების შემტევი ნახემარმცველის, ჯანო ანანიძის შესახებ ისაუბრა, რომელიც აჭარულ კლუბთან ერთად ვარჯიშობს. "ჯანო ანანიძის საკითხი ჩვენც გვაინტერესებს. მის დაინტერესებსაც ვხედავთ. პირველი, რაც უნდა მოხდეს ჯანოს მხრიდან, ეს არის მისი ფორმის აღდგენა ჩვენ მას ამის საშუალება მივეცით და ამის შემდეგ უკვე ვისაუბრებთ და გადაწყვეტილებას მივიღებთ. ვნახოთ რა იქნება. ის ვარჯიშობს ჩვენთან ერთად, ცდილობს ფორმაში შესვლას, გუნდში კარგი ატმოსფეროა და რა მოხდება, ამას მომავალი გვიჩვენებს. კარგ კონდიციაში მყოფი ანანიძე რა დონის ფეხბურთელიც არის, ყველას ძალიან კარგად მოგვეხსენება", - თქვა გეგუჩაძემ. ანანიძე 2009-20 წლებში მოსკოვის "სპარტაკში" ირიცხებოდა და სხვადასხვა დროს, "როსტოვსა" და "კრილია სოვეტოვში" იყო განათხოვრებული. 2020 წლის პირველი ნახევარი მან "ანორთოსისში" გაატარა, ზაფხულში კი ვოლგოგრადის "როტორში" ჩაირიცხა, თუმცა სექტემბერში მხარეებმა კონტრაქტი გაწყვიტეს. ანანიძეს საქართველოს ნაკრებში 45 მატჩი აქვს ჩატარებული და მის აქტივში 7 გოლია. ბათუმის "დინამო" ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 4 ტურის შემდეგ, 10 ქულას ფლობს და პირველ ადგილს იკავებს.  

სხვა სტატიები