Belive

გერმანული ფეხბურთის ლეგენდა, გერდ მიულერი გარდაიცვალა 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გერმანული და მთლიანად მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, გერდ მიულერი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. "დღეს მიუნხენის "ბაიერნი" დამწუხრებულია. გერმანიის რეკორდსმენი ჩემპიონები და მათი ქომაგები გერდ მიულერს გლოვობენ, რომელიც კვირას დილით გარდაიცვალა 75 წლის ასაკში", - ნათქვამია "რეკორდმაისტერის" განცხადებაში. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, 2015 წელს, გერმანიის ბოლო 9 სეზონის ჩემპიონი გუნდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს ალცჰაიმერის დაავდება აწუხებდა და ბოლო წლების განმავლობაში იგი ავად იყო. გერდ მიულერმა ლეგენდარული ისტორია შექმნა, როგორც "რეკორდმაისტერთან", ისე გერმანიის ნაკრებთან ერთად. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გოლეადორის სახელს ბავარიული კლუბის მაისურით 607 შეხვედრაში გატანილი 566 გოლი და ბუნდესლიგაში "ბაიერნის" მაისურით გატანილი სარეკორდო გოლების რაოდენობა - 365 უკავშირდება. ასევე, ბუნდესნაკრებში მან 62 შეხვედრაში 68 გოლის გატანა შეძლო და მიროსლავ კლოზეს შემდეგ (71) მეორე პოზიციას იკავებს. მან 4-ჯერ მოიგო ბუნდესლიგა, სამჯერ ევროპის ჩემპიონთა თასი, გერმანიის ნაკრებთან ერთად კი 1974 წლის მსოფლიოს და 1972 წლის ევროპის ჩემპიონატები.  

სხვა სტატიები