Belive

გერმანიის ნაკრების 44-ნომრიანი მაისური არ გაიყიდება

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

Adidas-მა, ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის, 44 ნომრით არსებული გერმანული საფეხბურთო ნაკრების ფორმის გაყიდვა აკრძალა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მედიაში განგაში ატეხეს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი, ნაცისტური SS დანაყოფების მიერ გამოყენებულ სიმბოლოსთან მსგავსებაზე.

სიმბოლიზმის საკითხი პირველად ისტორიკოსმა მაიკლ კონიგმა წამოჭრა, რომელმაც თქვა, რომ ნაკრების ფორმის და ფონტის დიზაინი "ძალიან საეჭვოა". SS-სიმბოლო 1929 წელს შეიქმნა და მას ნაცისტური ქვედანაყოფები იყენებდნენ (გესტაპოს აგენტებიდან დაწყებული, საკონცენტრაციო ბანაკის მცველებით დამთავრებული). SS-ის მოვალეობები მოიცავდა იმ ბანაკების ადმინისტრირებას, სადაც მილიონობით ადამიანი სიკვდილით დასაჯეს.

Adidas-ის სპიკერმა, ოლივერ ბრუგენმა უარყო, რომ ნაკრების ფორმის მსგავსება ნაცისტურ სიმბოლოებთან მიზანმიმართული იყო.

ჩვენ, როგორც კომპანია, მზად ვართ დავუპირისპირდეთ ქსენოფობიას, ანტისემიტიზმს, ძალადობასა და სიძულვილს ყველა ფორმით. - აღნიშნა ოლივერ ბრუგენმა

Adidas-მა BBC-ს განუცხადა, რომ ნომრები მაისურებზე გერმანიის ფეხბურთის ასოციაციამ (DFB) და მისმა პარტნიორებმა შეიმუშავეს. DFB-მ თქვა, რომ მაისურის დიზაინი უეფას განსახილველად დიზაინის პროცესში გადაეცა და ვერცერთმა ჩართულმა მხარემ ვერ დაინახა რაიმე სიახლოვე ნაცისტურ სიმბოლიკასთან.

გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია აცხადებს, რომ ისინი შექმნიან ალტერნატიულ დიზაინს 4 ნომრისთვის.