გეგმა B - ვინ იქნება ბარსელონას სამიზნე, თუ გუნდი ხულიან ალვარესს ვერ იყიდის?
იმ შემთხვევაში თუ ბარსელონა მადრიდის ატლეტიკოს თავდამსხმელის, ხულიან ალვარესის ყიდვას ვერ შეძლებს, კატალონიური გუნდი ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერზე იმუშავებს. ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ალვარესი კვლავ რჩება ბარსელონას უმთავრეს სამიზნედ, თუმცა საუბრები მისი ლონდონის არსენალში გადასვლაზე, აიძულებს კლუბის ხელმძღვანელობას, სათადარიგო ვარიანტზე იფიქროს.
ბარსელონასთვის მთავარ პრობლემას ოსიმენის ხასიათი წარმოადგენს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ესპანურ მედიაში მიიჩნევენ, რომ ფლიკის მკაცრმა მიდგომებმა, შესაძლოა, ნიგერიელის დისციპლინაზე დადებითად იმოქმედოს.
მიმდინარე სეზონში ოსიმენის ანგარიშზე გალათასარაის მაისურით ჩატარებულ 29 შეხვედრაში 19 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა. Transfermarkt 27 წლის ფეხბურთელს 75 მილიონ ევროდ აფასებს.
🚨 𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: If Barcelona can't sign Julian Alvarez, they would go for Victor Osimhen.
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) March 25, 2026
— @mundodeportivo pic.twitter.com/crwGOT7aC3