Belive

"გავრცელებული ინფორმაცია სიმართლე არ არის. ერლინგს მსგავსი პუნქტი კონტრაქტში არ აქვს"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელის პეპ გვარდიოლას თქმით, ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერლინგ ჰოლანდის კონტრაქტი შეიცავს პუნქტს, რომლის მიხედვითაც მას "რეალში" გადასვლა შეუძლია არ შეესაბამება სიმართლეს.

"კოპენჰაგენთან" მოგებული მატჩის შემდეგ, პეპ გვრადიოლამ მედიასთან ისაუბრა:

"გავრცელებული ინფორმაცია არ არის სიმართლე. ერლინგს მსგავსი პუნქტი კონტრაქტში არ აქვს. მაღიზიანებს თუ არა ჭორები? არა, საერთოდ არა. ჭორებს და ადამიანებს, რომლებიც ცრუ ამბებს ავრცელებენ, ვერ გავაკონტროლებთ, ამიტომ ყოველთვის უნდა ვიფიქროთ იმაზე, რისი კონტროლიც შეგვიძლია. მთავარი ის არის, რომ ჰოლანდმა გუნდში ადაპტაციის პერიოდი მშვენივრად გაიარა. მე მაქვს განცდა, რომ ის აქ წარმოუდგენლად ბედნიერია და ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს არის."

pep-guardiola-rm-press-conference

გასაკვირი არ არის ჰოლანდის დაკავშირება ესპანურ გრანდთან, რადგან ახალგაზრდა ნორვეგიელი "სიტიში" ფენომენალურად ასპარეზობს. ჰოლანდმა დანიურ კლუბთან დუბლი შეასრულა და მეორე ტაიმში მთავარმა მწვრთნელმა მოედანზე აღარ გაიყვანა. ეს ქმედება ესპანელმა თავკაცმა ასე ახსნა:

"მატჩის სტარტისას მის შეცვლას არ ვგეგმავდი, თუმცა, პირველი ტაიმის შემდეგ ყველაფერი გადაწყდა და მისი დასვენება გადავწყვიტე. ერლინგი შაბათს საშინაო მატჩში დაგვჭირდება."

შემდეგ შეხვედრას "მანჩესტერ სიტი" შაბათს, შინ "საუთჰემპტონთან" გამართავს.

სხვა სტატიები