Belive

გავიხსენოთ: კარიერის გამორჩეული მომენტები - დღეს დიეგო მარადონა 63 წლის გახდებოდა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

30 ოქტომბერი დიეგო არმანდო მარადონას დაბადების დღეა. ფეხბურთის არგენტინელი ჯადოქარი, მოედანსა და მოედნის მიღმა ეპატაჟური ცხოვრებით, ვარსკვლავური ელფერითა და უბრალოდ მარადიული სახელით, ფეხბურთის გულშემატკივრის მეხსიერებაში სამარადისოდ დარჩება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფიგურა.

დიეგოზე, რისი თქმა შეიძლება, რაც ჯერ არ უთქვამთ, დაუწერიათ თუ გადაუღიათ... რამდენჯერ უკამათიათ, შეუდარებიათ, განუდიდებიათ ან დაუკნინებიათ, შეუყვარებიათ, სძულებიათ, სახელად დაურქმევიათ და თაობები აღუზრდიათ. 

ზოგისთვის მხსნელი და განმათავისუფლებელია, ვიღაცისთვის ღმერთის ხელდასმული, ზოგს კი მის მიერ მოპარული ოცნება მწარედ ახსოვს. თუ საკუთარი თავის მტერი არ ხართ, მაშინ სჯობს, თუ ნეაპოლში ან არგენტინაში მოხვდებით, მასზე აუგი არ წამოგცდეთ.

საფეხბურთო ტორსიდის გემოვნება მრავალგვარია, ზოგს უკეთესებიც უნახავს, ზოგისთვის კი დიეგოზე დიადი არავინაა, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, მარადონა მთელი თავისი დიდებულებით, ფეხბურთის გაზონზე, ღამის ცხოვრების წერტილებსა თუ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლებით, საფეხბურთო პიესის უნიკალური პერსონაჟია, რომლის მსგავსიც სცენას ჯერ არ უნახავს...

დღეს, დიეგო მარადონა 63 წლის გახდებოდა, გირჩევთ რამდენიმე წუთი მისი კარიერის საუკეთესო მომენტებისთვის თვალის გადავლებას დაუთმოთ.

D10S!

სხვა სტატიები